ფეხბურთი

18:16 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება რაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით

კატალონიის „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთან შეთანხმებას უარყოფს. „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ფეხბურთელთან არ შეთანხმებულა და შესაბამისად ფიფას სატრანსფერო წესდება არ დაურღვევია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ესპანური მედია აქტიურად წერდა, რომ „ბარსა“ რაბიოს წინასწარ კონტრაქტზე შეუთანხმდა. პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ კი ესპანელები ფიფას წესების დარღვევაში დაადანაშაულა. თუმცა, როგორ უკვე ვთქვით, „ბარსელონამ“ ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდის დატოვებას ლამობს.

0.115042