კალათბურთი

23:12 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე – 15, შერმადინი – 14

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” 80:94 წააგო, ქართველმა კალათბურთელებმა კი ჯამში 29 ქულა ჩააგდეს.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მე-4 მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები მხოლოდ 2 ქულით – 74:76-ს აგებდნენ, შემდეგ კი, მალაგელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ დარჩენილი მონაკვეთი 18:6 მოიგეს.
სასიახრულოა, რომ ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე მათგანს თავიანთ გუნდებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.
ბურჯანაძემ მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.


შერმადინმა 25:02 წუთი ითამაშა და სტუმრებს 14 ქულა და 6 მოხსნა შეაწია. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.


“უნიკახამ” 10 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, “გიპუზკოა ბასკეტს” კი 11 წაგების ფონზე 3 გამარჯვება შერჩა და კვლავაც ბოლო მე-18 პოზიციაზეა. გაისად, 6 იანვარს მალაგელები ტრავმირებული თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფეს” უმასპინძლებს, ბურჯანაძის გუნდი კი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ბრეოგანს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11931