ფეხბურთი

19:05 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ბარუშის შედეგი გააუმჯობესა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "სამპდორიასთან" მოგებულ (2:1) იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 14 გოლი დაუგროვდა და რუი ბარუშის შედეგი გააუმჯობესა. იტალიის ჩემპიონატში პორტუგალიელებს შორის ერთ სათამაშო წელს ყველაზე მეტი გატანილი გოლი ბარუშს ჰქონდა (13), რომელიც ასევე "იუვენტუსის" მაისურით თამაშობდა.

14 გოლით რონალდუ ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა. სულ კი პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 15-ჯერ გამოიჩინა თავი და მიმდინარე წელი 49 გოლით დაასრულა. რონალდუმ 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა მინიმუმ 50 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114144