ფეხბურთი

17:32 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sport: რაბიო რამდენიმე დღეში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი კატალონიის „ბარსელონასთან“ ძალიან ახლოსაა. Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

როგორც კატალონური გამოცემა წერს, რაბიო ბარსელონაში იანვარის პირველ დღეებში ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს. მისი ანზღაურება წელიწადში 10 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.

შეგახსენებთ, რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე ცნობილია, რომ გუნდს დატოვებს. ამის გამო ფრანგ შუახაზელს მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა.

რაბიო პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს და ამ სეზონამდე ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.099882