ფეხბურთი

14:07 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენ ყველანი კულიბალი ვართ" - სოლიდარობა "ნაპოლის" ფეხბურთელს

„ჩვენ ყველანი კულიბალი ვართ“ - დღეს, „სან პაოლოს“ სტადიონზე „ნაპოლის“ მცველ კალიდუ კულიბალის სოლიდარობას გამოუცხადებენ.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გულშემატკივრები კულიბალის გამოსახულების მქონე ნიღაბს გაიკეთებენ, ხოლო თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელები მის მაისურს მოირგებენ.

საქმე ისაა, რომ სამიოდ დღის წინ, „ინტერთან“ შეხვედრაში „ნერაძურის“ ქომაგებმა სენეგალელ ფეხბურთელს რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს და რასაც იტალიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. კარლო ანჩელოტის განცხადებით, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდება, გუნდს მოედნიდან გაიყვანს და თამაშს შეწყვიტავს.

აღსანიშნავია, რომ კულიბალის გამოსახულებიანი ნიღაბის ინიციატორი ალჟირელი თანაგუნდელი ფაუზი გულამი გახლავთ, რომელმაც სოციალურ ქსელში მისი ნიღბით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„მნიშვნელობა არ აქვს კანის ფერს. მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას. მნიშვნელობა არ აქვს რომელ გუნდს გულშემატკივრობ. ფეხბურთი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტი, თამაშია. და ყველა თამაშობს ვნებისთვის, გართობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლების წინაშე კი ყველა თანასწორია. ჩვენ ყველანი კულიბალი ვიქნებით“, - დაწერა გულამმა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ დღეს „ბოლონიას“ უმასპინძლებს, თავად კულიბალი კი ვერ ითამაშებს, რადგან იმავე „ინტერთან“ მატჩში გააძევეს და ორმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის.

0.113477