ფეხბურთი

11:19 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პულიშიჩი "ჩელსის" უახლოვდება

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. Bild-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ამერიკელი შემტევი ლონდონში გადაბარგდება.

„ჩელსის“ ეს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

20 წლის პულიშიჩმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.110754