ფეხბურთი

23:56 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლი პორტუგალიის თასზე (+VIDEO)

პორტუგალიის ლიგის თასის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" "ტონდელას" სტუმრად დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მასპინძლებმა შეხვედრა 85-ე წუთზე არანგოს გოლით მოიგეს. იქამდე კი, მეოცე წუთზე "ნასიონალის" მხრიდან თავი გიორგი არაბიძემ გამოიჩინა. 20 წლის ჩვენებურმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მარჯვენა ფეხით, ერთი შეხებით მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი პირველი გოლია პორტუგალიურ კარიერაში და საერთოდაც, 26 ოქტომბრის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა.

რაც შეეხება "ნასიონალს", ლიგის თასზე სამი ტურის შემდეგ 1 ქულა და ჯგუფის ბოლო ადგილზე "სეტუბალთან" ერთად იმყოფება.

0.12016