ფეხბურთი

21:00 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "დროა აზარის მომავალი გადაწყდეს"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ დროა ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევის ედენ აზარის მომავალი გადაწყდეს და ჭორებს ბოლო მოეღოს. ევროპული მედია აზარს მადრიდის "რეალს" უკავშირებს, ხოლო კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალი შეთანხმება არ შემდგარა.

"ვფიქრობ თუ გვინდა მომავლის დაგეგმვა ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. არ ვიცი აზარი რას ფიქრობს, თუმცა მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა." - განაცხადა პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა.

სტატისტიკა
0.283689