კალათბურთი

12:07 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორ დაამსხვრია ნიღბიანმა შენგელიამ ფარი

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რუსულ “ხიმკისთან” მატჩში ფარი დაამსხვრია. ესპანური “ბასკონიას” კაპიტანი ბურთის ჩატენვას ცდილობდა, როდესაც კონსტრუქციამ ვერ გაძლო და შუშის ნაწილი ნამსხვრევებად იქცა.

შეგახსენებთ, რომ “ბასკონიამ” ევროლიგის მნიშვნელოვანი მატჩი 85:77 მოიგო, შენგელია კი, რომელიც ცხვირის ტრავმის გამო სპეციალური ნიღბით თამაშობდა, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:35 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.


თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველ მძიმე ფორვარდთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, თამაში დაახლოებით 20 წუთი იყო შეწყვეტილი.
გთავაზობთ აღნიშნული მომენტის ამსახველ ვიდეოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133468