თამაშგარე

11:46 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თვალსაამო და წარმატებული ლამაზმანი უზბეკეთიდან

დიდი ფიცი-მტკიცი და “სიტყვაზე ნდობა“ ნამდვილად არ გვჭირდება იმის სამტკიცებლად, რომ 2013 წელს “მის მსოფლიოზე“ მეორე ადგილზე გასული უზბეკი ლამაზმანი, რაჰიმა განიევა თავის სამშობლოში ერთ-ერთი პოპულარული ადამიანია და მისი ყოველი ნაფიქრი თუ ნამოქმედარი უზბეკეთში განსჯის საგნადაა ქცეული.

რაჰიმა მართალია უზბეკეთში გაიზარდა, მაგრამ მას თავისუფლების მხრივ შეზღუდვა არასოდეს ჰქონია და მრავალი შუააზიელი ქალბატონისგან განსხვავებით, თავშლისა და ტრადიციული უზბეკური შესამოსელის ნაცვლად, ყოველთვის სექსუალურად და თვალსაამოდ ეცვა. ალბათ არც ისაა გასაკვირი, რომ ესა ასული სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკიდან ჩაება.

რაჰიმა განიევა ასევე უმრწმესი ასაკიდანვე გატაცებულია ჩიგბურთით და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალურ დონეზე არასოდეს უასპარეზია, მოყვარულის კვალობაზე თურმე ჩოგანს საკმაოდ მარჯვედ სცემს. ერთი ისაა, რომ დრო თითქმის არ რჩება, რომ დიდ საჩოგბურთო ასპარეზობებს “ცოცხლად“ უყუროს და მხოლოდ თავის სპარინგ-პარტნიორთან თამაშით შემოიფარგლება.

0.113432