ფეხბურთი

11:23 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა

წუხელ, პრემიერლიგის მე-19 ტურის დასკვნით მატჩში, „ვესტ ჰემმა“ სტუმრად „საუთჰემპტონი“ დაამარცხა (2:1) და დეკემბერში, ჯამში 15 ქულა მოუგროვდა, რაც საკლუბო რეკორდი გამოდგა.

პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში, „ჩაქუჩებს“ ერთი თვის განმავლობაში ამდენი ქულა არასოდეს მოუპოვებიათ.

საინტერსოა, რომ „ვესტ ჰემს,“ ამ თვეში, კიდევ ერთი მატჩი დარჩა სათამაშო - 30 დეკემბერს, ისინი „ბარნლის“ შეხვდებიან.

0.113703