ფეხბურთი

23:54 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მარსელოს შემცვლელი იპოვა

დომინიკელმა ფეხბურთელმა ჟუნიორ ფირპომ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, "სამეფო კლუბი" მზადაა მარცხენა გარემარბის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რეალი" ფირპოს მარსელოს შემცვლელად მოიაზრებს.

ჟუნიორმა კარიერა "პუერო მალაგუენოში" დაიწყო და "ბეტისის" 19-წლამდელთა გუნდს 2014 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში კი 2018 წლის იანვარში დააწინაურეს. მას შემდეგ დომინიკელმა ფეხბურთელმა სევილიური კლუბის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110594