ფეხბურთი

21:15 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პედრო "ჩელსის" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება

ესპანელი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი ბარძაყის ტრავმის გამო "ჩელსის" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. "უოტფორდთან" გამართულ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში პედრომ ტრავმა მიიღო და 43-ე წუთზე შეცვალეს. როგორც Todomercatoweb-ი იუწყება, თავდამსხმელი გუნდს მომდევნო რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

პედრომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. სულ კი "ჩელსის" მაისურით 157 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 34-ჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113666