თამაშგარე

10:12 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაიგერ ვუდსის ცოლყოფილის ბედნიერება

ცოლ-ქმრის დაშორებას ზოგიერთი ადამიანი დიდ ტრაგედიად მიიჩნევს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაშორებაც დიდი ბედნიერების მომტანია. ამის მაგალითად, ლეგენდარული ამერიკელი მეგოლფის, ტაიგერ ვუდსის აწუკვე ყოფილი ცოლის, წარმოშობით შვედი ყოფილი მოდელის, ელენ ნორდეგრენის შემთხვევაც კმარა.

მას შემდეგ, რაც ელენი მიხვდა, რომ მექალთანეობით სახელგავარდნილი ტაიგერ ვუდსი სხვა ქალებში სუნსულს უბრალოდ ვერ მოიშლიდა, სასამართლოში ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად შეიტანა განცხადება ქმართან გაყრასთან დაკავშირებით. არადა, თითქოს ელენი თავის ბედს და ქმრის ამძუვნებულ ბუნებას შეგუებული იყო...

როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ გაყრის შემდეგ, ელენს ქმრის ვეებერთელა ქონებიდან მთელი ასი მილიონი დოლარი უნდა რგებოდა, ბედნიერების კონტურებიც მსწრაფლივ გამოიკვეთა. დღეს ელენ ნორდეგრენს საკუთარი ტანსაცმლის მწარმოებელი ხაზი აქვს და ერთ-ერთი წარმატებული ქალია. ტაიგერი კი კვლავ აგრძელებს მექალთანეობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცოლ-ქმრის გაშორებას ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152529