ფეხბურთი

9:48 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: „ფეხბურთელებს ბევრი ფული აქვთ, ამიტომ არ ეწინააღმდეგებიან ჯარიმებს“

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი დასჯილი ფეხბურთელის, რაჯა ნაინგოლანის შესახებ ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ვარჯიშზე დააგვიანა და ის 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

„გასახდელში არის წესები, რომლებიც სეზონის დასაწყისში დგინდება. მე არ ვქმნი პრობლემას პრობლემის გულისთვის. პირობები ყველასათვის მისაღები უნდა იყოს. გასახდელის წესები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბურთი მინდორზე.

ნაინგოლანმა მხოლოდ ეს თამაში გამოტოვა. ფინანსურადაც დააჯარიმეს. თუმცა, ფეხბურთელებს ბევრი ფული აქვთ და ამიტომ არ ეწინააღმდეგებიან ჯარიმებს. მაგრამ, როცა შემადგენლობაში არ აყენებენ, ეს მათზე მოქმედებს. - უთხრა სპალეტიმ Football Italia-ს.

0.113412