ფეხბურთი

9:04 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ აზარის შეძენა იანვარში სურს

მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ შემტევმა, თორგან აზარმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს - გვამცნობს Daily Star.

წყაროს ცნობით, 25 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა, შეიძლება „ლივერპულის“ მაისურა მოირგოს. მოთამაშის შეძენით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ყოფილა დაინტერესებული. მერსისაიდელთა ხელმძღვანელობა მზადაა, გერმანულ მხარეს 34 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ბელგიელი თავდამსხმელით ასევე დაინტერესებული არიან დორტმუნდის „ბორუსია,“ „სევილია,“ „ვალენსია“ და მადრიდის „ატლეტიკო.“

შეგახსენებთ, რომ თორგანი, „ჩელსის“ ვარსკვლავის, ედენ აზარის უმცროსი ძმაა.

0.115992