ფეხბურთი

15:50 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ „ნაპოლისთან“ მირანდაც დააკლდება

დღეს საღამოს, სერია A-ს მე-18 ტურის მატჩში, „ინტერი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. Calciomercato.com-ის ინფორმაციით, მილანელებს ბრაზილიელი მცველი, ჟოაუ მირანდა ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ამის შესახებ „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა პრეს-კონფერენციაზე.

გუშინ გაცხადდა, რომ ნეაპოლელებთან შეხვედრაში „ინტერს“ ვერც ბელგიელი შუახაზელი, რაჯა ნაინგოლანი დაეხმარება, რომელიც პირადად კლუბის პრეზიდენტის მითითებით არ შეიყვანეს შემადგენლობაში. ცნობილია, რომ ნაინგოლანს დისციპლინის პრობლემები აქვს.

მე-17 ტურის შემდეგ, 33 ქულით „ინტერი“ ცხრილში მე-3 ადგილზეა, 41-ქულიანი „ნაპოლი“ კი მეორეზე. 49 ქულით სერია A-ს „იუვენტუსი“ ლიდერობს.

0.113346