ფეხბურთი

9:03 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს მბაპეში გაცვლიან?

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს - გვამცნობს ესპანური Don Balon. გამოცემის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს კილიან მბაპეს შეძენა სურს და პარიზულ კლუბს 150 მილიონ ევროს და ასევე ბრაზილიელ შუახაზელს სთავაზობს.

პსჟ-ის ლიდერი, ნეიმარი და კოუტინიო, დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრაზილიის ნაკრებშიც ერთად თამაშობენ და და თუ კოუტინიო „პარკ დე პრენსზე“ გადაბარგდა, მაშინ ნეიმარიც არსად წავა. მოგეხსენებათ, ნეიმარის გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.

საფრანგეთის ჩემპიონატის 12 მატჩში ნეიმარმა 11 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასით გამოირჩა, მბაპეს ანგარიშზე კი 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

კოუტინიომ ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩში ითამაშა, 4 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

0.143686