ფეხბურთი

15:52 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" "ზალცბურგის" ფეხბურთელი დაიმატა

მალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ზალცბურგის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ამადუ აიდარა კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკელმა მოთამაშემ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლაიპციგმა" 15 მილიონი ევრო გადაიხადა. ასევე, ფეხბურთელი ტრავმირებულია და შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს.

აიდარა "ზალცბურგმა" 2017 წელს "ლიფერინგიდან" დაიმატა. მას შემდეგ მალელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა 83 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.150872