ფეხბურთი

2:07 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „ბარსა“ „ზამთრის ჩემპიონია.“ მესი - ისევ რეკორდსმენი

ესპანეთში, მიმდინარე სეზონის წლევანდელი ნაწილი, კვირას დამთავრდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ „ზამთრის ჩემპიონი“ „ბარსელონა“ გახდა. კატალონიელებმა წინასაახალწლო, ბოლო ტურში, „სელტას“ 2:0 მოუგეს და ერთპიროვნულ ლიდერებად დარჩნენ.

ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა, მეტოქე „კლასით“ დაამარცხეს. მე-10 წუთზე სტუმართა მეკარე რუბენმა, ლეო მესის დარტყმა მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე უსმან დემბელემ იყოჩაღა და ანგარიში გახსნა. სწრაფმა გოლმა მასპინძლები უფრო თავდაჯერებულნი გახადა და შესვენებამდე მათ ინტრიგაც მოკლეს. ტაიმის ბოლოს მესიმ ისეთი დაარტყა, მეკარეს მხოლოდ ისღა დარჩენოდა, თვალით გაეცილებინა ბურთი კარისკენ.

ეს არგენტინელის მე-15 და სარეკორდო გოლი აღმოჩნდა წლევანდელ პრიმერაში.

ამრიგად, მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში, ვისაც ბოლო 11 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 15 ბურთი გაუტანია. „სელტასთან“ გოლი კი არგენტინელი გენიოსისთვის 398-ე აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატში. რაც, ცხადია, ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

მე-17 ტურის სამი დარჩენილი შეხვედრა კვირას გაიმართება: „ვალენსია“ „უესკას“ უმასპინძლებს, „ლეგანესი“ – „სევილიას,“ „რაიო ვალეკანო“კი „ლევანტეს.“

ტურის ბოლო შეხვედრა უკვე ახალი წლის შემდეგ გაიმართება - 3 იანვარს, „ვილიარეალი“ მადრიდის „რეალს“ დაუხვდება, რომელმაც ტური, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო გამოტოვა.

სხვათა შორის, „სამეფო კლუბმა“ ეს ტურნირი გუშინ ზედიზედ მესამედ მოიგო, დაამარცხა რა ფინალში, საუდური „ალ აინი“ 4:1.

ესპანეთი

პრიმერა. მე-17 ტური. 22 დეკემბერი

ატლეტიკო - ესპანიოლი 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 58 069

1:0 გრიზმანი (56, პენ)

ატლეტიკო: ობლაკი, საული, გოდინი, სავიჩი, არიასი, კოკე, როდრი, ტომასი (მარტინში 77), კორეა (მონტერო 72), გრიზმანი, კალინიჩი (ვიტოლო 65)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი: ლოპესი, დიდაკი (პედროსა 82), ნალდო (მელენდო 72), ლოპესი, როსალესი, დარდერი, გრანერო, დუარტე, გარსია (პიატი 72), ბაპტისტაო, იგლესიასი

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ობლაკი (86); გრანერო (88)

ბარსელონა - სელტა 2:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 78 686

1:0 დემბელე (10), 2:0 მესი (45)

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ, ვიდალი (არტური 63), ბუსკეტსი (ალენია 68), რაკიტიჩი, დემბელე (კოუტინიო 68), მესი, ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სელტა: რუბენი, მაზანი, კოსტასი, არაუხო, მალიო, ბუფალი (სისტო 76), ჟოზაბედი, იოკუშლუ (ლობოტკა 46), მენდესი, გომესი, ასპასი (ბელტრანი 52)

მწვრთნელი: მიგელ კარდოზო

მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

გაფრთხილება: ასპასი (45)

ბეტისი - ეიბარი 1:1

1:0 სანაბრია (21), 1:1 ორელიანა (72, პენ)

ატლეტიკი - ვალიადოლიდი 1:1

1:0 ადურისი (45, პენ), 1:1 პლანო (90+2)

21 დეკემბერი

ჟირონა - ხეტაფე 1:1

0:1 ანხელი (61), 1:1 ბერნარდო (85)

სოსიედადი - ალავესი 0:1

0:1 კალიერი (11)

სტატისტიკა
0.277983