სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:43 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მეორე ახალგაზრდობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის „ბაიერნმა“ 2018 წელი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა. „რეკორდმაისტერმა“ თამაშის ხარისხი ცალსახად გამოასწორა, რაც შედეგებშიც აისახა. ნიკო კოვაჩის გუნდმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება ფრანკფურტში „აინტრახტთან“ მოიპოვა. გუნდთან, რომელსაც შარშან კოვაჩი წვრთნიდა და გუნდთან, რომელთანაც მაისში გერმანიის თასის ფინალში წააგო. მოკლედ, რევანში შედგა.

მიუნხენელთა შორის გამორჩეული ისევ ფრანკ რიბერი იყო. ფრანგი ასე თუ გააგრძელებს, შესაძლოა, „ბაიერნის“ ბოსები ახალ კონტრაქტზეც დააფიქროს. სამი დღის წინ, „ლაიფციგთან“ გამარჯვება სწორედ მისი გოლით მოიპოვა „რეკორდმაისტერმა“ და მთავარ როლში ახლაც რიბერი იყო. სწორედ მისი დუბლით გატეხა „ბაიერნმა“ „აინტრახტი“ და რაფინიას გოლმა უბრალოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, „ბაიერნმა“ „გლადბახს“ გაასწრო, ხოლო „დორტმუნდთან“ პირველი წრის მერე 6 ქულას აგებს.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „შალკეს“ გამარჯვება, რომელმაც მნიშვნელოვანი სამი ქულა „მერსედეს ბენც არენაზე“ მოიპოვა. „შტუტგარტიცა“ და „ხუმარებიც“ რთულ დღეში არიან, თუმცა „შვაბების“ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა და ეს მატჩმაც ნათლად გამოაჩინა.

„ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩა და მესამე ადგილთანაც სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. რალფ რანგნიკის გუნდმა „ვერდერთან“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყურადღება მოადუნა და დაისაჯა - „ბრემენელმა მუსიკოსებმა“ გაათანაბრეს. მატჩის გმირი პორტუგალიელი ბრუმა გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე „რედ ბულს“ მოაგებინა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ლევერკუზენის „ბაიერმა“ კი ბერლინის „ჰერტა“ კაი ჰავერცის დუბლით დამაჯერად დაამარცხა და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა. „ნიურნბერგი“ და „ჰანოვერი“ კი გასავარდნ ზონაში გამოიზამთრებენ. ორივემ საკუთარ მეოდანზე და ორივე 0:1 წააგო. ერთმა „ფრაიბურგთან“, მეორემ უშუალო კონკურენტ „დიუსელდორფთან“.

„ნიურნბერგი“ – „ფრაიბურგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გულდე (19)

„ლევერკუზენი“ – „ჰერტა“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ვოლანდი (5), 2:0 ჰავერცი (23), 2:1 ტორუნარიგა (26), 3:1 ჰავერცი (49)

„ჰანოვერი“ – „დიუსელდორფი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ფინკი (90)

„ლაიფციგი“ – „ვერდერი“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 კლოსტერმანი (22), 2:0 ვერნერი (44), 2:1 კრუსე (67), 2:2 სარგენტი (77), 3:2 ბრუმა (87)

„შტუტგარტი“ – „შალკე“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 სკრჟიბსკი (10), 0:2 გომესი (70, ა.გ), 1:2 გონსალესი (76), 1:3 აჰმედი (78)

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 რიბერი (35), 0:2 რიბერი (79), 0:3 რაფინია (89)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.128505
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X