ფეხბურთი

17:05 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.

ზლატანმა ცოტა ხნის წინ „გალაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდს ხელფასის ოდენობა არ გაუსაჯაროებია. თუმცა, წყაროს მონაცემებით, შვედი წელიწადში 7.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ეს ამერიკული საფეხბურთო ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალი გასამრჯელოა.

აქამდე, „ოლრანდო“ ბრაზილიელ კაკრას 7.17 მილიონს, ხოლო „ტორონტო“ იტალიელ სებასტიან ჯოვინკოს 7.13 მილიონ დოლარს უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა გასულ სეზონში MLS-ში 27 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა. „გალაქსი“ კი პლეი-ოფში ვერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117143