ფეხბურთი

14:20 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის კიდევ ერთი აღიარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ გამოარჩია.

45 წლის სპეციალისტი სეზონის ერთ-ერთი ლაურეატი იყო. ჩვენებურს პრიზი უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ შოთა დაჯილდოების ცერემონიალს არ ესწრებოდა და მისი კუთვნილი ჯილდო კლუბის წარმომადგენელს გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10241