ფეხბურთი

13:28 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არ ინერვიულოთ" - ქვილითაია ჩაკვეტაძის შესახებ (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოთხი დღის წინ დაშავდა. გუშინ, „სერკლ ბრიუგესთან“ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდგომაც გამოცემა Voetbalkrant.com-მა გაავრცელა ცნობა, რომ ქართველს სერიოზული ტრავმა ჰქონდა.

თუმცა, დღეს, ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და ქართველი გულშემატკივარი დაამშვიდა.

ვიდეოში ჩანს, რომ 19 წლის შემტევი სპორტდარბაზში ვარჯიშობს, ხოლო ქვილითაია წერს, რომ სანერვიულო არაფერია.

26 დეკემბერს, „გენტი“ წლის ბოლო მატჩს „გენკთან“ გამართავს და ორივე ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114377