ფეხბურთი

11:14 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ეროვნული ლიგა გამორჩეულმა ლეგიონერმა დატოვა

გორის „დილას“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი ლეანდრო რიბეირო საქართველოს ჩემპიონატში აღარ ითამაშებს. 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მოლდოვის ჩემპიონმა ტირასპოლის „შერიფმა“ ოფიციალურად დააადასტურა.

„შერიფის“ ვებგვერდზე წერია, რომ გორის „დილასთან“ ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა და ლეანდრო მოლდოვურ გუნდს იანვრიდან შეუერთდება. თუმცა, არაფერია ნათქვამი კონტრაქტის დეტალებზე და ფინანსურ მხარეზე - ლეანდროს „დილასთან“ ხელშეკრულება აკავშირებდა და შესაბამისად, მოლდოველებს გარკვეული თანხის გაღება მოუწევდათ.

23 წლის ლეანდრო რიბეირო საქართველოში პირველად 2017 წელს გამოჩნდა და 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მერე ნეთანიას „მაკაბიში“ გააგრძელა კარიერა, ხოლო „დილას“ ერთი წლის წინ დაუბრუნდა და ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში დიდებულად ითამაშა.

ლეანდრომ აწ დასრულებულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა. ამბობენ, რომ მისი შეძენა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ სურდათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ყველას „შერიფმა“ აჯობა.

0.112844