ფეხბურთი

15:17 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის სერია A-ში დაბრუნება სურს

ფრანგული „ნიცას“ შემტევს, 26 წლის მარიო ბალოტელის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სამშობლოში დაბრუნება და სერია A-ში თამაში სურს, გვამცნობს La Gazzetta dello Sport. გადარეულ „ბალოს“ ადრე უკვე უთამაშია იტალიურ „ინტერსა“ და „მილანში.“

„ნიცას“ მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირაც ადასტურებს, რომ მარიომ ზამთარში, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. ბალოტელის კონტრაქტი „ნიცასთან“ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110598