კალათბურთი

2:10 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი “ბარსელონასთან”

საქართველოს ნაკრების წევრების თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგაში სუსტი მატჩი ჩაატარა და “ბარსელონასთან” 70:77 წააგო.

თოკოც და მეტიც სასტარტო ხუთეულში იყვნენ. შენგელიამ მოედანზე 33:52 წუთი გაატარა და 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
ჯენინგმა 31:09 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 8-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა და 19 ქულა და 6 მოხსნა მოავროვა.
“ბასკონიას” 6 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი, 27 დეკემბერს, სტუმრად, რუსულ “ხიმკისთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122272