ფეხბურთი

19:09 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და რაბიო შეთანხმდნენ

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ Le parisien-ი და Mundo Deportivo იტყობინებიან.

გავრცელებული ცნობით, რაბიო, რომელიც პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, „ბარსას“ შეუთანხმდა და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. 23 წლის ფრანგის ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 10 მილიონ ევროს მიაღწევს.

მიმდინარე სეზონში რაბიომ ყველა ტურნირის ჩათვლით 20 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113688