ფეხბურთი

12:20 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი პოგბას შემოსწყრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, გუნდის ფრანგი ვარსკვლავი, პოლ პოგბა გააკრიტიკა. საქმე ის არის, რომ გუშინ, ჟოზე მოურინიუს გუნდიდან განთავისუფლების შემდეგ, პოგბამ თავის „ინსტაგრამში“ გამომწვევი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „მოუფიქრე სათაური.“ ცოტა ხანში ეს პოსტი გაქრა.

„პოლი მართლაც ეკამათა მწვრთნელს. მათი დაძაბული ურთიერთობის შესახებ დიდი ხანია ყველამ იცის. მაგრამ გათავისუფლებული მწვრთნელის საფლავზე ცეკვა უმსგავსობაა.

ჟოზემ სამსახური დაკარგა, პოლმა და მისმა ხალხმა კი ეს პოსტი გამოაქვეყნეს. სირცხვილია, სირცხვილი.

ბოლო წლების განმავლობაში „მანჩესტერში“ სამმა შესანიშნავმა სპეციალისტმა ვერ მოახერხა შედეგის ჩვენება. ჟოზე კი ყველგან იგებდა, სადაც უმუშავია. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ „ოლდ ტრაფორდიდან“ ტიტულის გარეშე წავიდოდა.“ - განუცხადა ნევილმა Sky Sports-ს.

0.116163