კალათბურთი

2:31 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბასკონიამ” ესპანურ დუელში იმარჯვა

თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგის მორიგ მატჩში ესპანურსავე “გრან კანარიას” 84:71 სძლია.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:47 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

გაცილებით შედეგიანი იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი, რომელმაც 24:36 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ჯენინგმა 8-დან 4 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და შევონ შილდსთან ერთად, ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

“ბასკონიას” 6 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს, შინ, “ბარსელონასთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114713