კალათბურთი

0:10 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის გახსნით მატჩში “ვერამ” “თელავს” დამაჯერებლად სძლია

დღეს სტარტი აიღო საკალათბურთო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო მინი-ტურნირმა, რომლის მიზანი 2017-2018 წლების სეზონისთვის მონაწილეთა შერჩევაა. შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგაში არსებული 6 ადგილიდან 4 დაკავებულია და მისი მფლობელები არიან “სოხუმი”, “ორბი-არენა”, “კავკასია” და “თბილისი”.

წინა სეზონის შედეგებით მე-5 ადგილზე გასული “წყალტუბო” “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს, თუმცა იმერულ კლუბს ჯერ მოცდა მოუწევს. უნდა დასრულდეს დღეს დაწყებული 4-გუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის გამარჯვებული (პირველ ადგილზე გასული) პირდაპირ მიიღებს “ა” ლიგის საგზურს, ხოლო მეორეადგილოსანი იანვრის 6 და 9 რიცხვებში “ა” ლიგის ბოლო საგზურისთვის ორმატჩიან საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდება “წყალტუბოს”.

დღეს დაწყებულ საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები არიან: თელავის “ბურჯი”, “ზაზას აკადემია”, “ვერა” და “ემბი”. ეს გუნდები ერთმანეთში 2 წრეს ითამაშებენ და პირველადგილოსანი, როგორც ზემოთ ვთქვით, “ა” ლიგაში გადავა. მეორეზე გასულს კი “ა” ლიგაში მოხვედრის დამატებითი შანსი “წყალტუბოსთან” შერკინებით მიეცემა.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში 1 მატჩი გაიმართა. “ვერამ” დამაჯერებელი სხვაობით – 94:42 სძლია “თელავს”. გამარჯვებულებს 21 ქულით და 12 მოხსნით სერბმა ლეგიონერმა, ივან საიჩიჩმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო ამერიკელი ბრენდონ სლეის ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

www.gbf.ge

თეგები“ა” ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132137