სხვა

22:10 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ორი ჩირაღდნის აღმართვა განიხილება

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა გეგმით, ოლიმპიური ჩირაღდანი სავარაუდოდ ტოკიოს ნავსადგურთან, იუმე ნო ოჰაშის ხიდის სიახლოვეს აღიმართება. ხიდს სხვაგვარად „ოცნების ხიდსაც“ უწოდებენ და ტოკიოს ყურეში ერთმანეთს აკავშირებს არიაკეს რაიონსა და ოდაიბას ხელოვნურ კუნძულს. აღსანიშნავია, რომ აქვე გაიმართება ასპარეზობები სპორტულ ცოცვაში, სკეიტბორდინგსა და 3X3 კალათბურთში.

ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებისთვის ჩირაღდანი დაიდგმება ტოკიოს ახალ ეროვნულ სტადიონზეც.
ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ოლიმპიური ცეცხლი მთელი ოლიმპიური თამაშების განმავლობაში ყველასთვის ხილული უნდა იყოს.
თუ ტოკიოს ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა შესაბამის გეგმას მოიწონებს, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ერთ თამაშებზე ორ ჩირაღდანს აანთებენ. იგივე გაკეთდა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის და რიოს 2016 წლის ზაფხულის თამაშებზეც.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109536