სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:24 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფული არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გასულ კვირაში ქართულ ფეხბურთში საინტერესო მოვლენები განვითარდა. ხშირ შემთხვევაში კვირიდან კვირამდე არაფერი ხდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ მიჯრით ისეთი დღეები გამორევა, კაცს თავის მოსაფხანი დრო არ გრჩება.

საქართველოს შიდა ჩემპიონატს თვალს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვადევნებ და აქამდე არ მახსენდება, რომ მსაჯი კორუფციისთვის დაეპატიმრებინათ. თემიდის წარმომადგენლები ფეხბურთიდან დროებით ჩამოუშორებიათ და სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიუციათ, მაგრამ სასამართლომდე საქმე არ მისულა. ახლა კი ერთბაშად წინასწარი პატიმრობა ერთბაშად 8 არბიტრს შეუფარდეს, რომელთაგან ერთი ფიფას მსაჯია. ერთობ საინტერესო ფაქტია.

ბრალდება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მატჩებში მეფსონეებისთვის ტოტალიზატორში წითელ-ყვითელი ბარათების საჭირო რაოდენობის “გაკეთებაა”. თურმე, პროკურორი თენგიზ ფხაკაძე, რომელმაც მსაჯებს ბრალი წაუყენა, ყოფილი ფეხბურთელია. თავის დროზე, წყალტუბოს “სამგურალში” უთამაშია და ბუნებრივია, ქართველი მსაჯების ავან-ჩავანი კარგად იცის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არბიტრებს 4-დან 6 წლამდე ციხე ემუქრებათ.

ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოში მომხდარი სკანდალი სათავისოდ გამოიყენეს. ისე ამასაც მოხერხება უნდა, შარი ხეირად გექცეს. მათი თქმით გახარებული არიან, რომ მსგავსი “ფურუნკულები” ფეხბურთს მოშორდნენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფედერაციის მუშაობის ერთობლივი შედეგია. ისინი მიღწეულზე შეჩერებას საკმარისად არ მიიჩნევევენ და ყველას დასჯა სურთ ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ამასობაში, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა.

მსაჯობის თემა ჯერ კიდევ “ცხელი” იყო, რომ სფფ-ს თავკაცმა დომენტი სიჭინავამ მერიის უმოქმედობის გამო უეფას 2015 წლის სუპერთასის სავარაუდო ჩაშლა დააანონსა. ამას მერის მოადგილეი ალუდა გოგლიჩიძის საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, რომელმაც პირიქით ბრალი უმოქმედობაში მერიას დასდო. მისი განცხადებით სფფ-ს სუპერთასის ჩასატარებლად ჯერ არც მერიასთან, არც აეროპორტთან და არც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები ამ დრომდე არ შეუთავაზებია.

გოგლიჩიძეს ფედერაციის გენმდივანმა რევაზ არველაძემ უპასუხა, რომლის თქმით მერიასთან თანამშრომლობის გარეშე სუპერთასის ჩატარება შეუძლებელია. ისე ბოლო დროს, არველაძე მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარს სიჭინავაზე გაცილებით ხშირად აკეთებს. ეს გასაგებიცაა, მოქმედი პრეზიდენტი მომავალი წლის არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს, ხოლო გენმდივანს სფფ-ს თავკაცის სავარძელის დაკავების სურვილი აქვს. ამ ფონზე რაც უფრო ხშირად იაქტიურებ და საქმიანი ადამიანის იმიჯს შეიქმნი, ცხადია, მომგებიანია. ბატონი რევაზი წლების განმავლობაში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გენმდივანი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა პრეზიდენტობა სურდეს.

შეიძლება ითქვას, რომ არველაძეს ჭკვიანური ტაქტიკა აქვს არჩეული. გამწვავებას ერიდება და კონსტრუქციულობის მომხრეა. ასე იყო ორჯერ სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან დებატების დროს. ისიც სათქმელია, რომ მანამდე ყიფიანი ასეთი ხისტი არასოდეს ყოფილა. სჩანს, გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დააფიქსიროს, რომ “ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”. ისე სახელმწიფოდან ფულის მომლოდინე კლუბების ხელმძღვანელებს ყიფიანმა აუღებელი პენალტი დაურტყა: “ფული არ იქნება და არც ელოდოთო”. ყველასთვის ცნობილ ფილმში რომაა: “კინა ნე ბუდეტ, ელექტრიჩესტვო კონჩილოს”. თან დაასაბუთა, რომ სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის განვითარებისთვის შემუშავებული პროგრამა გარდამავალ ეტაპს ითვალისწინებდა, რომლის დროს გუნდების რაოდენობა 10-მდე შემცირდებოდა და თანხაც ამ შემთხვევაში იქნებოდა.

ყიფიანს არ დაუმალავს - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ფედერაციის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებს, ხოლო ვისაც 16-გუნდიანი ჩემპონატი უნდოდა, ფულიც იმან მოიტანოსო. არჩევნების თემა უმალვე ამოტივტივდა და კვლავ არველაძე დაჰპირდა უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს 200000 ან 250000 ლარს წლის ბოლომდე, ხოლო პირველი ლიგის კლუბებს 100000-100000-ს. ამდენივეს კი, იანვრის შემდეგ. უმაღლესი ლიგის კლუბები ფედერაციის ყრილობაზე ხმის უფლებით სარგებლობენ და მათი მხარდაჭერა ნებისმიერი კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია.

ისე უმაღლესი ლიგის 16 კლუბს თუ 200000-200000-ს ს მისცემენ, ხოლო პირველი ლიგის 20 კლუბს -100000-100000-ს, მარტივი არითმეტიკით ეს სეზონის განმავლობაში 10400000 ლარია. ფედერაცია ფინანსურად თუ ასეთი წელგამართულია, უკვე ახლავე შეუძლია სამინისტროს დახმარებაზე უარი თქვას და არც დასაყვედრებელი ექნება ვინმესი.

მოკლედ, 8 მსაჯი გისოსებს მიღმა, სუპერთასის ჩასატარებლად ჯერ ფედერაციასა და მერიას შორის ხელშეკრულება არ დადებულა და ფულიც არ იქნება. ქართულ ფეხბურთში კაცი ნამდვილად არ მოიწყენს, მითუმეტეს მოედნის ფარგლებს გარეთ.


სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109944
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X