ძიუდო

15:23 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები წელს რეიტინგის ლიდერთა შორის ასრულებენ

ჩინეთში გამართული მასტერსის კვალად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის დასკვნითი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველები წამყვან პოზიციებზე იმყოფებიან.

საინტერესოა, რომ ვაჟთა კლასიფიკაციის გაერთიანებულ კლასიფიკაციაში პირველ-მეორე პოზიციები გურამ თუშიშვილსა (+100 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) უკავიათ, მესამე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია (90 კგ.).
ცხადია, აღნიშნულ ძიუდოისტებს თავიანთ წონით კატეგორიებშიც ლიდერთა პოზიციები უპყრიათ, კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს კი მე-2 ადგილზე ვხედავთ. ესენი ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) არიან.

ყველა წონის საუკეთესო ათეული:
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 8102
2. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 7408
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 7166
4. საეიდ მოლაი (ირანი) - 6394
5. ჩანგრიმ ანი (კორეა) - 6280
6. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) - 6176
7. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6050
8. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 6026
9. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 5780
10. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 5749

რეიტინგები წონების მიხედვით:
60 კგ.
1. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) - 6176
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 6026
3. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) - 5570
4. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 5050
5. ამარტუვშინ დაშდავა (მონღოლეთი) - 4121
14. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 2861
45. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) - 856

66 კგ.
1. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6050
2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 5780
3. იოშირო მარუიამა (იაპონია) - 5065
4. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი) - 4681
5. ტალ ფლიკერი (ისრაელი) - 4365
41. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) - 1133
52. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო) - 878

73 კგ.
1. ჩანგრიმ ანი (კორეა) - 6280
2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5721
3. სოიჩი შაჰომოტო (იაპონია) - 5508
4. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 5246
5. ტომი მაციასი (შვედეთი) - 4818
77. ფრიდონ გიგანი (საქართველო) - 534

81 კგ.
1. საეიდ მოლაი (ირანი) - 6394
2. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) - 5240
3. ტაკეში სასაკი (იაპონია) - 4462
4. ვედათ ალბაირაქი (თურქეთი) - 4290
5. სოტარო ფუჯივარა (იაპონია) - 4205
26. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 1908
33. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო) - 1561
41. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1171
69. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 544
88. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 406
98. კობა მჭედლიშვილი (საქართველო) - 344

90 კგ.
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 7166
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 5749
3. ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი) - 4574
4. ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა) - 4355
5. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი) - 4093
12. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 3177
15. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 2907
43. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 1016
63. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 644

100 კგ.
1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 7408
2. მიხაელ კორელი (ჰოლანდია) - 4885
3. პიტერ პალჩიკი (ისრაელი) - 4880
4. გუჰამ ჩო (კორეა) - 4596
5. ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია) - 4233
46. ონისე სანებლიძე (საქართველო) - 953
50. ლაშა ტაველური (საქართველო) - 850
90. იასონ ნემსაძე (საქართველო) - 324

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 8102
2. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 5371
3. დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი) - 3894
4. დავიდ მოურა (ბრაზილია) - 3793
5. რაფაელ სილვა (ბრაზილია) - 3480
34. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1228
41. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1089
54. გელა ზაალიშვილი (საქართველო) - 756
55. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 750
83. გიორგი ქავთარაძე (საქართველო) - 364

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159172