სხვა

14:32 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფიგურული ციგურაობის წარმატება სლოვაკეთში

12 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სლოვაკეთის დედაქალაქმა ბრატისლავამ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს ფიგურულ ციგურაობაში იუნიორების, ნოვისების, საშუალედო ნოვისებისა და მოზარდების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
ბრატისლავას გრან-პრის მე-60 საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობდა ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის 6 მოციგურავე, რომლებმაც თავიანთი ახალი პროგრამები წარადგინეს მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.
სამი პირველი ადგილი, ერთი მეორე და ერთი მესამე ის შედეგია, რომლითაც დაასრულეს გამოსვლები ქართველმა მოციგურავეებმა.
ყველაზე პატარა მოციგურავე ნიკოლ ფადეევა, რომელიც 8 წლამდე ასაკის მოზარდების კატეგორიაში ასპარეზობდა, 15 მონაწილეს შორის 28.62 ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ნორჩი სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო და დებიუტანტის შედეგი მოლოდინზე მეტი აღმოჩნდა.
აგრეთვე მოზარდების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა დავით გურგენიძე, რომელმაც 37.53 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა. იგივე კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკატერინე იაზადჯიც, რომელიც 14 კონკურენტ მოციგურავეს შორის იმარჯვა.
წარმატებით იასპარეზა საშუალედო ნოვისების კატეგორიაში ილია გოგიტიძემ, რომელიც 87.51 ქულით მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
საშუალედო ნოვისების კატეგორიაში შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა ანადეა გულბიან შმიდტს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა სატურნირო ცხრილს, ორი პროგრამის ჯამში კი 96.97 ქულით 26 გამომსვლელს შორის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
9 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის ასპარეზობდა ქეთევან მახარაძე, რომელმაც 26 გამომსვლელს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობდა ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის კიდევ ერთ აღსაზრდელი ინგა ფუტკარაძე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133221