ფეხბურთი

12:26 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: „ოქრიაშვილს „კრასნოდარში“ სათამაშო დრო არ აკმაყოფილებდა“

„კრასნოდარის“ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტმა, თეიმურაზ ლეპსაიამ, ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის კლუბიდან წამოსვლის მიზეზებზე ესაუბრა.

„ეს ორმხრივი გადაწყვეტილება გახლდათ. ოქრიაშვილს არ აკმაყოფილებდა ის სათამაშო დრო, რომელსაც გუნდში აძლევდნენ. მადლობლები ვართ კლუბის ხელმძღვანელებისა, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ შექმნილ სიტუაციას.

ოქრიაშვილმა ბევრი სიკეთე მოუტანა გუნდს. ასევე აღსანიშნავია ემოციური მომენტებიც. მარტო „ზენიტთან“ და „სევილიასთან“ გატანილი მისი ფანტასტიკური გოლები რად ღირს.

ახლა თორნიკე შვებულებშია. ჩენ კი მისი საქმეებით ვართ დაკავებულნი. ცხადია, მას შეთავაზებები აქვს რუსული და ევროპული კლუბებიდანაც. ოქრიაშვილი ამბიციური ფეხბურთელია და უმუშევრად არ დარჩება.“ - განუცხადა ლეპსაიამ Sport24-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112886