ფეხბურთი

9:04 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: „ევროპის ლიგა პრესტიჟული ტურნირია, „ინტერმა“ ის უნდა მოიგოს“

მილანის „ინტერის“ ვიცე-პეზიდენტი, არგენტინელი ხავიერ ძანეტი, კმაყოფილი დარჩა ევროპა ლიგის 1/16 ფინალის კენჭისყრის შედეგით, რომელშიც მისი კლუბი ვენის „რაპიდს“ შეხვდება. და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ინტერი“ ტურნირის მოგებას შეეცდება.

„წილისყრით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ამ ეტაპზე იოლი მატჩები აღარ არსებობს, - უთხრა ძანეტიმ Football Italia-ს, - უპირატესობა ის არის, რომ ხანგრძლივი გადაფრენები არ მოგვიწევს. ევროპა ლიგა პრესტიჟული ტურნირია და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ფინალში გასვლას ვეცდებით. ვნახოთ, ეგებ, სეზონის გმირებიც გავხდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პრიზი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113429