ფეხბურთი

19:41 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: წილისყრის შეფასებები და კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ შეფასებების ჯერი დადგა. გთავაზობთ რამდენიმე გუნდის წარმომადგენელების კომენტარებს:

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „ყველაფერი ვიცით სტადიონის შესახებ - დიდებული ატმოსფერო იქნება. ეს საოცარი ქალაქია, ხანგრძლვიი ფრენაც არ გველოდება. რა თქმა უნდა, გერმანულ ფეხბურთს სხვებთან შედარებით კარგად ვიცნობ, თუმცა ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა. საბოლოოდ, ყველაფერი ბიჭებმა უნდა გადაწყვიტონ მოედანზე“.

ნიკო კოვაჩი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ყველა კმაყოფილები ვართა, რადგან ეს დიდი გამოცდა იქნება. ურთულესი მეტოქე შეგვხვდა. „ლივერპული“ შარშანდელი ფინალისტია, პრემიერლიგას ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. თუმცა, ჩვენ „ბაიერნი“ ვართ და „ლივერპული“ ჩვენთანაც უნდა ჩამოვიდეს. შანსი 50%-50%-ზეა“.

ტომას ტუხელი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ გვაქვს „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვების ხარისხი და ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ. თუმცა, დიდი მატჩის ჩატარება იქნება საჭირო, ეს გამოწვევაა. მერვედფინალი ყოველთვის რთულია. „მანჩესტერს“ დიდი გამოცდილება აქვს ამ ტურნირზე და რამდენჯერმე მოიგო კიდეც. წილისყრით არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო“.

ფრანჩესკო ტოტი („რომას“ დირექტორი): „ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ბევრად ძლიერი გუნდი შეიძლებოდა შეგვხვედროდა, მაგრამ „პორტუ“ რ უნდა დავამციროთ. ეს გუნდიც ძალიან კარგია და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე. ახლა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ თებერვალში უკეთეს ფორმაში ვიქნებით. ვფიქრობ, თებერვლამდე ბევრი რამ შეიცვლება“.

პაველ ნედვედი („იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი): „დიდი იღბალი არ გვქონია. „ატლეტიკოს“ დამარცხება ძალიან რთულია, უძლიერესი დაცვა ჰყავს, რომელიც უკნიდან თამაშობს და წინ იცის როგორ გამოიყენოს მომენტები გრიზმანისა და სხვების მეშვეობით. ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და ალბათ ცოტა გოლი გავა. ჩვენ ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ეს პრობლემა არაა. კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის ადამიანია? დიახ, მაგრამ მთლიანად გუნდი ძლიერია და დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 12/13 და 19/20 თებერვალს, ხოლო საპასუხოები 5/6 და 12/13 მარტს გაიმართება.

0.113702