კალათბურთი

18:00 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თვალაბეიშვილმა “ბენიდორმის” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

ესპანურმა “ბენიდორმმა”, რომელიც ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) E-B ჯგუფში ასპარეზობს, კონტრაქტი გაუფორმა 20 წლის ქართველ ცენტრ გიორგი თვალაბეიშვილს (2.08 მ.).

შეგახსენებთ, რომ თვალაბეიშვილმა გასული სეზონი “მორაბანკ ანდორას” მე-2 გუნდში გაატარა და 18 მატჩში საშუალოდ 8.1 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა.
მანამდე, გიორგი ესპანეთშივე “ოურენსეში” ირიცხებოდა და ასევე უთამაშია “ბეტისში”, “ნაუტიკო ტენერიფეში”, “სევილიას” მე-2 გუნდსა და “ნარონში”.
თვალაბეიშვილმა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მაისურით 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში ითამაშა, მისი საშუალო მონაგარი კი 2.8 ქულა და 3.0 მოხსნა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა გასულ უქმეებზე ახალი გუნდის რიგებში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.
“ბენიდორმმა” “ხაირისს” 92:88 სძლია, თვალაბეიშვილმა კი მოედანზე 6 წუთი გაატარა და 1 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 2 ორქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბენიდირმი” 6 მოგებითა და 3 მარცხით E-B ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 23 დეკემბერს, სტუმრად, “კარტახენასთან” გამართავს.

0.114304