თამაშგარე

12:18 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგანზე შეყვარებული ანია საბალენკა

ჩვენს დროში მართლაც იშვიათია სპორტზე იმდენად შეყვარებული ადამიანები, რომელთაც პირადი ცხოვრებაც კი გვერდზე აქვთ გადაწეული და სპორტში წარმატება ცხოვრების უმთავრეს მიზნად გაუხდიათ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია, უკანასკნელ წლებში საკმაოდ წარმატებული ბელორუსი ჩოგბურთელი ანია საბალენკა.

ანია ნამდვილად ვერ გავა მზეთუნახავ მეჩოგნე ასულთა რიგებში, მაგრამ გარეგნულად საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუმცა, ამის მიუხედავად მას არასოდეს გასჩენია იმის ცდუნება, რომ სპორტსმენის იმიჯი ოდნავ მაინც “გადაესხვაფერებინა“. ანია თავისი დროის სრულ 100%-ს ჩოგბურთს უთმობს და ამით ამაყობს კიდეც.

მინსკში დაბადებული და გაზრდილ ანია საბალენკას მამა ცნობილი ბელორუსი ჰოკეისტი იყო, რომელმაც შვილი ქალთა ჰოკეის სექციაზე შეიყვანა. თუმცა როგორც ანია იხსენებს, საკმარისი იყო ერთხელ ენახა ჩოგბურთის კორტი, რომ მსწრაფლივ გაუჩნდა ჩოგბურთელობის სურვილი და ახლა კაცი არაა მისთვის ჩოგნის ხელიდან გამგდები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13753