ფეხბურთი

20:14 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

Mirror: "მანჩესტერი" პოგბას იანვარში შეელევა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბას გაასხვისებს. Mirror-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ ფრანგ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იანვარში გუნდიდან გაუშვებს.

მანჩესტერელები მზად არიან პოგბა როგორც სრულფასოვნად გაყიდონ, ისე გაანათხოვრონ და ყველაფერი შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ბოლო პერიოდში პორტუგალიელი ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ახვედრებს.

აქვე გეტყვით, რომ პოგბას დამატებით ყველაზე მეტად კატალონიის „ბარსელონა“ და ტურინის „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12659