კალათბურთი

11:55 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა და ბოლმა 1982 წლის რეკორდი გაიმაორეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

„შარლოტ ჰორნეტსი“ საკუთარ დარბაზში „ლეიკერსთან“ 100:128 დამარცხდა. ლებრონ ჯეიმსმა და ლონზო ბოლმა 1982 წლის რეკორდი გაიმეორეს. 1982 წელს „ლეიკერსის“ ორმა ლიდერმა მეჯიქ ჯონსონმა და ქარიმ აბდულ-ჯაბარმა ერთ შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულეს. ლებრონ ჯეიმსს 24 ქულა, 12 მოხსნით და 11 პასით გამოირჩა. ბოლს 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი ჰქონდა.

„დეტროიტ პისტონსმა“ შინ „ბოსტონი“ 113:104 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია, ქართველი მოთამაშე განაცხადშიც კი არ იყო. დეტროიტელებმა უპირატესობა მეორე პერიოდში იგდეს ხელთ, ბოსტონი კი სხვაობის შემცირებას ცდილობდა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. „ბოსტონში“ ირვინგი 26 ქულით გამოირჩა. „დეტროიტი“ 14 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „დეტროიტი“ 18 დეკემბერს შინ „მილოუკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„მემფისი“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 97:105 დამარცხდა. ტეხასელები პირველ პერიოდში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც „დათვები“ მდევრის როლში გახლდნენ. ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა 32 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. კაპელას ორმაგი დუბლი ჰქონდა 26 ქულა და 10 მოხსნა. „მემფისში“ 22 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა.

„ორლანდო“ – „იუტა“ 96:89 (14:14, 19:21, 22:4, 41:30)

https://www.youtube.com/watch?v=nSUW4wWwh5A

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „ლეიკერსი“ 100:128 (22:32, 28:25, 17:40, 33:31)

https://www.youtube.com/watch?v=6Voh-BmJY6U

„დეტროიტი“ – „ბოსტონი“ 113:104 (33:33, 24:23, 28:22, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=AOYS7UP-sn4

„მემფისი“ – „ჰიუსტონი“ 97:105 (29:36, 11:25, 25:18, 32:26)

https://www.youtube.com/watch?v=C6FaSbUfdhg

„სან ანტონიო“ – „ჩიკაგო“ 93:98 (28:21, 34:22, 16:3, 15:24)

https://www.youtube.com/watch?v=W4ktBLPXJuU

„ოკლაჰომა“ – „კლიპერსი“ 110:104 (30:25, 31:25, 25:19, 24:35)

https://www.youtube.com/watch?v=gMRVmsTByLE

„ფინიქსი“ – „მინესოტა“ 107:99 (28:30, 28:28, 29:24, 22:17)

https://www.youtube.com/watch?v=eAL_f8jI4Qc

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114985