ფეხბურთი

17:15 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" შემადგენლობის გაძლიერებას გომესით შეეცდება

"ალავესის" შემტევმა იბაი გომესმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც ესპანური გაზეთი AS-ი იუწყება, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი "ლესტერს" სურს. "მელიების" მიზანი შემადგენლობის გაძლიერებაა, გომესი კი მათთვის სასურველი კანდიდატურაა.

ასევე ცნობილია, რომ ჩემპიონშიფის ლიდერს "ლიდსი იუნაიტედსაც" უნდა გომესის გადაბირება. ჯერჯერობით კი უცნობია აღნიშნული ორი კლუბი რამდენ მილიონს შესთავაზებს "ალავესს".

იბაის სატრანსფერო ღირებულება ხუთი მილიონი ევროა. გასულ სეზონში გომესმა ლა ლიგის 34 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა, მიმდინარე სათამაშო წელს კი 15 მატჩში თავი სამი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.119729