ფეხბურთი

1:57 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელებს უჭირთ, მაგრამ მაინც იმარჯვებენ

მადრიდის „რეალმა“ პრიმერაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, თუმცა მათ თამაშს გამართულს ვერ დავარქმევთ. ახლაც, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, „რაიო ვალეკანოს“ ოდენ 1:0 მოუგეს. ეს ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა და მერეც, „სამეფო კლუბს“ ბევრი არაფერი შეუქმნია. ეგ კი არა, მათი მეკარის, ტიბო კურტუას ოსტატობა დ გამართლება რომ არა, გამარჯვებაც სათუო გაუხდებოდათ.

კვლავაც უჭირს „რეალს.“ ბოლო ორი მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს, მაგრამ ვისთან? ლიგის მე-19 და მე-20 გუნდებთან...

მიუხედავად ამისა, სოლარის შეგირდები მესამე ადგილზეც აღზევდნენ და ლიდერებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, „ბარსელონა“ თავის მატჩს კვირას გამართავს „ლევანტესთან“ სტუმრად.

ძალიან გაუჭირდა „ატლეტიკოსაც,“ მართალია, ვალიადოლიდიდან სამი ქულა წაიღეს, მაგრამ ეს იღბლის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ოსტატობის. მართლია, თვიდან კალინიჩისა და გრიზმანის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ამ ანგარიშს ლოგიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მასპიძლებმა ორჯერ მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და ბოლოს გაუმართლათ კიდეც, როცა შესვენების შემდეგ გაათნაბრეს. მერე სტუმართა კარის დარაჯმა იან ობლაკმა იყოჩღა თორემ...

ბოლოს მაინც ოსტატობამ გადაწყვიტა ყველაფერი. ანტუან გრიზმანმა თავისი მეორე გოლი გაიტანა შეხვედრაში და „ატლეტიკო“ მეორე ადგილზე დადგა. დიეგო სიმეონეს გუნდი ქულებით ლიდერ „ბარსელონას“ გაუთანაბრდა. თუმცა, როგორც ვთქვით, კატალონიელები ტურის მატჩს კვირას ატარებენ.

ესპანეთი

პრიმერა. მე-16 ტური. 15 დეკემბერი

ვალიადოლიდი - ატლეტიკო 2:3

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია.“ 22 585

0:1 კალინიჩი (26), 0:2 გრიზმანი (45, პენ), 1:2 კალერო (57), 2:2 საული (57, საკ. კარში), 2:3 გრიზმანი (80)

ვალიადოლიდი: მასიპი, ნაჩო, კალერო, ოლივასი, ანტონიტო, ტონი ვილია (ლეონარდო სუარესი 75), ალკარასი, მიჩელი (ბორხა 86), კეკო, უნალი, პლანო (ვერდე 84)

მწვრთნელი: სერხიო

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი (ტომასი 60), გოდინი, სავიჩი, არიასი, საული, კოკე, როდრი, კორეა (მარტინში 75), გრიზმანი, კალინიჩი (ვიტოლო 69)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ალბერტო მალიენკო

გაფრთხილება: პლანო (23), ტონი ვილია (27), ოლივასი (45), ალკარასი (90+1); კოკე (78)

რეალი - რაიო ვალეკანო 1:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 55 229

1:0 ბენზემა (13)

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი, მოდრიჩი (ვალვერდე 90+4), ლიორენტე, კროოსი, ასენსიო (სებალიოსი 71), ვასკესი, ბენზემა (ვინისიუსი 78)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, მორენო, გალვესი (ბა 54), ველასკესი, ტიტო, ადვინკულა, გარსია, კომესანია, მედრანი (ბებე 54), იმბულა, ემბარბა (ალეგრია 73)

მწვრთნელი: მიჩელი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: გალვესი (39), ბებე (64), იმბულა (83)

ხეტაფე - სოსიედადი 1:0

1:0 მოლინა (3)

ეიბარი - ვალენსია 1:1

0:1 როდრიგო (29), 1:1 ჩარლზი (56)

0.167546