სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:35 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ზამთრის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანიის ზამთრის ჩემპიონია. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ლუსიენ ფავრის გუნდმა სეზონის საწყისი ეტაპი ფანტასტიკურად ჩაატარა (გნებავთ ბუნდესლიგა, გნებავთ ჩემპიონთა ლიგა). „ყვითლები“ მართლაც დიდებულ ფორმაში არიან და უკვე 15 ტური მიილია, მაგრამ დაუმარცხებელია.

რა გასაკვირია, რომ „დორტმუნდი“ ვერც ბრემენის „ვერდერმა“ დაამარცხა, თანაც „სიგნალ იდუნა პარკზე“. მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, ჯერ პაკო ალკასერმა, მერე მარკო როისმა გაიტანა და საქმე ბოლომდეც მიიყვანეს. თუმცა, „ვერდერს“ ადვილად არაფერი დაუთმია და მაქს კრუსესი გოლით პირველივე ტაიმში მინიმუმადე შეამცირა ჩამორჩენა. და მაინც, მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა - „დორტმუნდს“ 15 ტურის თავზე 39 ქულა აქვს (12 გამარჯვება, 3 ფრე) და მდევრებს, „ბაიერნსა“ და „გლადბახს“ 9 ქულით უსწრებს.

„ბაიერნს“, რომელიც როგორც ჩანს, ნელ-ნელა პოულობს საკუთარ თავს. ნიკო კოვაჩის გუნდმა ჰანოვერში ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ძალიან ადვილად, 4:0 დაამარცხა. კიმიხი, ალაბა, გნაბრი და ლევანდოვსკი. სწორედ მათ შეძლეს თავის გამოჩენა. „რეკორდმაისტერი“ მეთოდურად იბრუნებს ჩვეულ სათამაშო ფორმას, მაგრამ სეზონის სტარტზე განიავებული დაუგეგმავი ქულები, პირველ წრეში უკვე ძვირად დაუფასდა და ვინძლო, სეზონის ბოლოსაც იჩინოს თავი.

ლიდერთა შორის მყოფი „გლადბახი“ ზინსჰეიმში „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და გულშემატკივრები მხიარულ, შედეგიან თამაშს ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს და ქულები გაიყვეს.

გელზენკირხენის „შალკე“ ისევ გაურკვევლობაშია და მორიგი ორი ქულა დაკარგა. მეტიც, დომენიკო ტედესკოს გუნდს „აუგსბურგთან“ სტუმრად სწორედ ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა და დანიელ კალიჯურის გოლით ამის გაკეთება მაინც მოახერხა.

გადარჩენისთვის მებრძოლმა „დიუსელდორფმა“ საკუთარ მოედანზე „ფრაიბურგი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, რისი წყალობითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ „შტუტგარტზე“, რომელიც პირველი ტაიმის მერე ამბიციურ „ჰერტასთან“ სახლში აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ვეტერანი მარიო გომესი დედაქალაქელებისთვის შეუჩერებლი გახდა, დუბლი შეასრულა და „შვაბებს“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„აუგსბურგი“ – „შალკე“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გრეგორიში (13), 1:1 კალიჯური (51)

„დიუსელდორფი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (0:0)

გოლები: აიანი (54), 2:0 აიანი (78)

„ჰანოვერი“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კიმიხი (1), 0:2 ალაბა (29), 0:3 გნაბრი (53), 0:4 ლევანდოვსკი (62)

„ჰოფენჰაიმი“ – „გლადბახი“ 0:0 (0:0)

„შტუტგარტი“ – „ჰერტა“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მიტელშტადტი (37), 1:1 გომესი (63), 2:1 გომესი (76)

„დორტმუნდი“ – „ვერდერი“ (2:1)

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (19), 2:0 როისი (27), 2:1 კრუსე (35)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.275493
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X