ფეხბურთი

10:15 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" პერიშიჩის გაყიდვა უნდა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერი" დატოვოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, მილანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

მიმდინარე წლის ზაფხულში იტალიურმა კლუბმა ივანის მსურველები უარით გაისტუმრა, თუმცა ამჯერად შემტევის თამაშით უკმაყოფილოა. ფეხბურთელის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ატლეტიკოა" დაინტერესებული.

პერიშიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მიმდინარე სეზონში კი 20 მატჩში თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ივანის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110074