ფეხბურთი

19:38 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "რეალმა" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა"

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ძალიან დააკლდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის აზრით, პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ „რეალი“ მის გარეშეც ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ.

„კრიშტიანუ ჩემი ყოფილი თანაგუნდელი და ამასთანავე მეგობარია. ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა და ძალიან დაგვაკლდა. რონალდუს შეძენა ყველა გუნდის ოცნებაა. მაგრამ, საბოლოოდ, „რეალი“ ყოველთვის „რეალია“ და ყველა ფრონტზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, - ციტირებს მარსელოს სიტყვებს Club Del Deportista.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს წასვლის შემდეგ მარსელო „იუვენტუსს“ არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გვარცელებული ხმები უარყო.

0.121131