ფეხბურთი

17:25 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sport: დე ლიხტმა "იუვენტუსი" აირჩია

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატიის დე ლიხტს ევროპული გრანდების რიგი უდგას. 19 წლის ჰოლანდიელ ტალანტისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ აქტიურობენ.

კატალონური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, დე ლიხტმა არჩევანი ტურინელთა სასარგებლოდ გააკეთა. როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, „აიაქსის“ კაპიტანი შიშობს, რომ „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა დიდად არ მიეცემა და სწორედ ამიტომ, ურჩევნია „იუვენტუსს“ შეუერთდეს.

„ბებერ ქალბატონს“ კი დე ლიხტი დაცვის ხაზის გადახალისებისთვის სჭირდება, რადგან ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი უკვე ასაკში არიან. 19 წლის ჰოლანდიელი მცველი ამჟამად 80 მილიონ ევროდ ფასობს.

„ბარსას“ და „იუვეს“ გარდა, ფეხბურთელს ასევე აკვირდებიან მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“. მიმდინარე სეზონში დე ლიხტმა ყველა ტურნირის ჩათვლით 26 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.117712