ფეხბურთი

16:12 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპული" მზადაა ისტორიის დასაწერად"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ „ლივერპულისთვის“ 28 წელი ჩემპიონობის გარეშე, ძალიან ბევრია. ესპანელმა აღნიშნა, რომ იურგენ კლოპის გუნდი მიმდინარე სეზონში ისტორიის დასაწერად და ჩემპიონობისთვის მზადაა.

„ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ყველაზე დიდი გუნდები არიან. პრემიერლიგაში 28 წელი ტიტულის გარეშე ნამდვილად ბევრია „ლივერპულისთვის. ვფიქრობ, ამჟამინდელი მწვრთნელი და ფეხბურთელები მზად არიან ისტორიის დასაწერად. „ლივერპული“ საუკეთესო გუნდია და ბოლო 8-9 წლის განმავლობაში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.

„ლივერპული“ რამდენიმე ქულას აუცილებად დაკარგავს, ამიტომ ჩვენ მათთან ახლოს უნდა ვიყოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება „წითლების“ გადასწრების შანსი“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგას 16 ტურის შემდეგ „ლივერპული“ ლიდერობს, რომელსაც „მანჩესტერ სიტი“ ერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125535