სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:31 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, "სიონმა" ადგილი შეინარჩუნა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოში 2018 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა. დასრულდა ეროვნული ლიგის პლეი-აუტებით, რომლის საპასუხო მატჩებმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა.

თბილისის „ვიტ ჯორჯია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, ხოლო ბოლნისის „სიონმა“ - ადგილი შენარჩუნა.

„მცხეთა პარკზე“ „ვიტ ჯორჯიამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად მოუგო. პირველივე მატჩში გამოჩნდა, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი გაცილებით ძლიერი და მოტივირებული იყო, უბრალოდ იქ ცოტა არ გაუმართლა და ფრეს დასჯერდა. აი, დღეს, კი ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო - 4:0. ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მინდორზე ხდებოდა. „ვეტერინარები“ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა იმერელთა კარის დარაჯი კუპატაძე, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. „ვიტ ჯორჯიამ“ დამსახურებულად მოიგო ორრაუნდიანი დუელი და ეროვულ ლიგას 2015 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. „სამტრედია“ კი, ჩემპიონობისა და ბრინჯაოს მედლების შემდეგ გავარდა. ეს ლოგიკური იყო - იმერლებმა მთელი სეზონი კატასტროფულად ჩაატარეს და არანაირი ნიშანი არ არსებობდა იმის, რომ გუნდს ეროვნულ ლიგაში თამაში სურდა. ფაქტი ერთია - გუნდის მენეჯმენტი ძალიან ცუდად მუშაობს და ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. იმედია, კლუბის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ წარუმატებლობით, რადგან სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება...

„სიონმა“ კი, მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი ბოლნისში ჩაატარა. „თამაზ სტეფანიაზე“ მშვენიერი საფეხბურთო განწყობა იყო შექმნილი და ბოლნისელებს საყვარელმა გუნდმაც არ გაუცრუა იმედი - „სიონმა“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. სამი დღის წინ „გაგრასთან“ მოპოვებული უპირატესობა (1:0), თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა დღეს შეინარჩუნა და განიმტკიცა კიდეც. ვილი ისიანის, ლევან ხმალაძისა და კირკიტაძის გოლებით ბოლნისელებმა მეორე შეხვედრაც მოიგეს და საბოლოო ჯამში ადვილად მოახერხეს ეროვნული ლიგის საგზურის გაფორმება.

უკვე ცნობილია ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ყველა ბინადარი, რომლებიც 2019 წლის სეზონში ითამაშებენ. ეროვნული ლიგა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: „საბურთალო“, „დინამო თბილისი“, „ტორპედო“, „ჩიხურა“, „დილა“, „ლოკომოტივი“, „რუსთავი“, „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „დინამო ბათუმი“.

ეროვნულ ლიგა 2-ში კი „სამტრედია“, „გაგრა“, „გურია“, „ცხინვალი“, „თელავი“, „შევარდენი“, „კოლხეთი“, „ნორჩი დინამო“, „ზუგდიდი“ და „შუქურა“ იასპარეზებენ.

„სიონი“ – „გაგრა“ 3:0 (1:0) - პირველი მატჩი: 1:0

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

„სიონი“ (4-2-3-1): ზარქუა; მინდორაშვილი, ხეცურიანი, გურეშიძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი, ხმალაძე; კირკიტაძე (მანაგაძე 76), კოშკაძე (უგულავა 70), ისიანი (სიხარულია 81); მახარობლიძე

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

„გაგრა“ (4-1-4-1): შევჩუკი; ხოსიტაშვილი, სულთანიშვილი, სამხარაძე, გ. გაფრინდაშვილი; კაკიაშვილი; ივანიაძე (ლომსაძე 46), ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი (მათიაშვილი 78), თ. გაფრინდაშვილი; სპანდერაშვილი (პაპავა 57)

მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

გოლები: 1:0 ისიანი (28), 2:0 ხმალაძე (51), 3:0 კირკიტაძე (73)

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

„ვიტ ჯორჯია“ – „სამტრედია“ 4:0 (2:0) - პირველი მატჩი: 2:2

მცხეთა, „მცხეთა პარკი“

„ვიტ ჯორჯია“ (3-4-1-2): შეროზია; გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიშვილი; საჯაია, მაისურაძე, ვასაძე, კიკნაველიძე; მოსიაშვილი (ვეკუა 46, ვაზაგაშვილი 56); ღუდუშაური, ღირდალაძე (კამლაძე 65)

მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

„სამტრედია“ (4-4-1-1): კუპატაძე; გოგიაშვილი, გურული, ჯგერენაია, ფატიჩი; ენდელაძე (მაქაცარია 46), კერძევაძე, ლიპარტია, ახალაძე (ერისთავი 46); ტუღუში (მამასახლისი 66); ფანცულაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 ღირდალაძე (5), 2:0 მაისურაძე (13), 3:0 საჯაია (61), 4:0 ვაზაგაშვილი (63)

გაფრთხილება: მაისურაძე (10), მოსიაშვილი (45), ვეკუა (54) - ტუღუში (60)

გაძევება: კერძევაძე (7)

გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია (90, მეკარე)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.505441
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X